top of page

ინდუსტრიული მშენებლობა

6 წლის მანძილზე განხორციელებული გვაქვს 100 ზე მეტი ინდუსტრიული ობიექტის მშენებლობა - პროექტირებიდან შენობის სრულყოფამდე.

თანამედროვე სამყაროში ინდუსტრიული ობიექტების  ტრადიციული მშენებლობა ჩაანაცვლა სენდვიჩ - პანელებით მშენებლობამ.

ტრადიციულ მშენებლობასთან განსხვავებით, სენდვიჩ პანელებით მშენებლობა 3 ჯერ უფრო ჩქარა ხდება. ძირითად შემთხვევაში კი დრო დამკვეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ნაგებობის სენდვიჩ პანელებით მშენებლობის   ერთ-ერთი უპირატესობა ენერგოეფექტურობა, რომელიც ხელს უწყობს ზედმეტი ხარჯების დაზოგვას და შენობაში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას.

ცეცხლმედეგობა კი ერთ-ერთი გარანტიაა თქვენი სიმშვიდისთვის.

საწარმოების მშენებლობა

ICcompany-საწარმოების-მშენებლობა-Factories.jpg

საწარმოების მშენებლობა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. უმეტესი მათგანი ინოვაციური სამშენებლო პროდუქტით, სენდვიჩ-პანელით სრულდება.

 

სენდვიჩ პანელი 100% ენერგო ეფექტური სამშენებლო მასალაა.

ენერგიის ჭარბ მოხმარებას მსოფლიო ეკოლოგიურ კრიზისამდე მიჰყავს, რაც თავის მხრივ ჩვენს გარემო პირობებზე უარყოფითად მოქმედებს და კლიმატის გაუარესებას იწვევს.

​ამ პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გზა ენერგოეფექტური ნაგებობის მშენებლობაა.

​გარემო რესურსების მოფრთხილების გარდა, ნაგებობაში ტემპერატურა სტაბილურდება და აქედან გამომდინარე კომუნალური ხარჯები მცირდება.

​ჩვენ გთავაზობთ საწარმოების მშენებლობას, კონცეფციიდან დეტალური პროექტირების ჩათვლით, ობიექტის მშენებლობით და მანქანა დანადგარების შესყიდვა-მონტაჟით.

ფერმების მშენებლობა

ICcompany-ფერმების-მშენებლობა-farm.jpg

ICcompany-ის გამოცდილი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი აქტიურად ახორციელებს ნებისმიერი ტიპის ფერმის მშენებლობას და მასში განკუთვნილ პირობების შექმნას: კონსტრუქციის სიმაღლე, იატაკის ტიპი, ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის განკუთვნილ, სტაბილურ და უცვლელ ტემპერატურის შექმნას. სადგომებისა და გალიების განლაგების დაგეგმვა - მოწყობას.

სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა

ICcompany-სამედიცინო-ობიექტების-მშენებლობა.jpg

ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიო პრობლემად იქცა უხილავ ვირუსთან ბრძოლა. ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი იარაღი ახალი სტაციონარების მშენებლობაა, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი პაციენტის მოღება შეძლოს სამედიცინო დაწესებულებებმა.

ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით რამდენიმე პროექტის, ერთდროულად დასრულება სრული სამშენებლო ციკლით, პროექტირებიდან - შენობის სრულყოფამდე.

სენდვიჩ-პანელით მშენებლობა ასევე იდეალურად შეესაბამება ფარმაცევტულ საქმიანობას, რადგან თბოიზოლაციის, ცეცხლგამძლეობის და ნესტგამძლეობის მაღალი ნიშნული აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას, რომ საქმიანობა შესრულდეს მოთხოვნის შესაბამისად მაღალი სტანდარტით.

სამაცივრე ობიექტების მშენებლობა

ICcompany-სამაცივრე-ობიექტების-მშენებლობა-Refrigeration.jpg

ICcompany რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის სამაცივრე სათავსოების მშე-

ნებლობას (პლიუს მაცივრები, მინუს მაცივრები, შოკ მაცივრები, სამაცივრე მეურნეობები). თანამედროვე ტექნოლოგიები და კვალიფიციური სპეციალისტები, იძლევა ხარისხის მაღალ კოეფიციენტს.

ICcompany გთავაზობთ პროექტის და დანიშნულების მიხედვით სენდვიჩ პანელის სისქის ,იზოთერმული კარების, იატაკის ტიპის და სამაცივრე აგრეგატების შერჩევას.

სავაჭრო ცენტრების მშენებლობა

ICcompany-სავაჭრო-ცენტრების-მშენებლობა-shopping-mall-construction.jpg

მაღალკვალიფიციური არქიტექტორთა, კონსტრუქტორთა, ინჟინერთა და დიზაინერთა ჯგუფი, რეალობად აქცევს ნებისმიერი სირთულის გამოწვევას.  ხარისხიანი შედეგი და ვადების დაცვა, ვთვლით რომ ჩვენი ძლიერი მხარეა.

სავაჭრო ცენტრების მშენებლობა

სასაწყობე ობიექტების მშენებლობა

ICcompany-სასაწყობე-ობიექტების-მშენებლობა-Warehouses.jpg

საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოში საწარმოების აქტიური მშენებლობა ენერგოეფექტური მასალით, სენდვიჩ - პანელით მიმდინარეობს. ჩვენს ქვეყანაში აქტიური მოთხოვნაა სასაწყობე ფართების მშენებლობის. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია სტაბილური ტემპერატურის დაცვა, დაზოგილი ხარჯები და დრო რომელიც დამკვეთისთვის ძირითადათ პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია.

bottom of page